Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანდელას ცხედარი სამხრეთ აფრიკის მთავრობის სასახლეში დაასვენეს


ნელსონ მანდელა დღეს დილას გადაასვენეს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის მთავრობის სასახლეში. ათასობით ადამიანი იყო ჩამწკრივებული ქუჩებში, რომელთა გავლითაც მიასვენებდნენ აპარტეიდთან ბრძოლის გმირის, სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ცხედარს პოლიციის კორტეჟით. ნელსონ მანდელა 5 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამი დღე დარჩება მთავრობის სასახლეში, სადაც 1994 წელს გაიმართა პრეზიდენტად მისი ინაუგურაცია. ნელსონ მანდელას კვირას დაკრძალავენ მშობლიურ ქალაქ კუნუში, რომელიც იოჰანესბურგის სამხრეთით, 700-მდე კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG