Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქება მოეწყო


ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან მოეწყო აფეთქება, რომელიც მიმართული იყო უცხოელი ჯარისკაცების ავტოკოლონის წინააღმდეგ. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ქაბულის აეროპორტში განთავსებულია ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ერთ-ერთი მთავარი ბაზა. ობიექტი გაძლიერებული დაცვით არის უზრუნველყოფილი და ექსტრემისტების თავდასხმები შედარებით იშვიათად ხდება.
XS
SM
MD
LG