Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ბაზარში მომხდარმა ხანძარმა შეიწირა, სულ ცოტა, 16 ადამიანი


ჩინეთში წუხელ, სულ ცოტა, 16 ადამიანი შეიწირა ხანძარმა, რომელიც სამხრეთში მდებარე ქალაქ შენჟენში, ხილის საბითუმო ბაზარში მოხდა. დაშავდა 5 ადამიანი. შენჟენის ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ხანძარმა 1000 კვადრატული მეტრის არეალი მოიცვა. რამდენიმე საათი დასჭირდა მის ჩაქრობას. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხანძრის შესაძლო მიზეზზე, მაგრამ აღნიშნულია, რომ ინციდენტს გულდასმით გამოიძიებენ და მთელი ქალაქის მასშტაბით შეამოწმებენ სახანძრო უსაფრთხოების წესების ნორმებთან შესაბამისობას.
XS
SM
MD
LG