Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს შენობა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება


თბილისის მერიის ინიციატივით, საკრებულოს შენობა სიმბოლურად უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ ნათქვამია დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად 11 დეკემბერს, 18:30 საათზე, ფილარმონიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ღონისძიება დაიწყება. ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაიმართება მსვლელობა, რომლის ფარგლებშიც 19:00 საათზე თბილისის მერიის ინიციატივით, საკრებულოს შენობა სიმბოლურად განათდება უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში.
XS
SM
MD
LG