Accessibility links

logo-print

მთავრობა იწყებს მიუსაფართა თავშესაფრების შექმნას


საქართველოს მთავრობა მიუსაფართა თავშესაფრების შექმნას იწყებს. ამ მიზნით სპეციალური ჯგუფი 10 დეკემბერს დაკომპლექტდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით. უწყებათშორისი ჯგუფის წევრებმა დღეს პირველი შეხვედრა გამართეს. სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უახლოეს საათებში გადაწყდება, თუ სად დაიდგმება გათბობითა და კვებით უზრუნველყოფილი სპეციალური კარვები, სადაც მიუსაფარი ადამიანები ღამეს გაათევენ. თბილისის გარდა კარვები დაიდგმება ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. მიუსაფართა თავშესაფარში განთავსებულ პირებს სამედიცინო დახმარებას ადგილზევე გაუწევენ.
XS
SM
MD
LG