Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჟვანიამ


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჟვანიამ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ჟვანია მიზეზად ასახელებს მედიასაშაულებებით ბოლო ხანს გამართულ დისკუსიას იმის შესახებ, არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო მისი მეუღლე ნინო შარაშიძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ადგილი არა აქვს არანაირ შეუთავსებლობას, არ მსურს საზოგადოებაში არსებობდეს თუნდაც მცირედი ეჭვი და დაინტერესებული პირების მხრიდან ხდებოდეს ამ საკითხით სპეკულირება“, - ნათქვამია გიორგი ჟვანიას განცხადებაში. პარლამენტის წევრი აღნიშნავს, რომ არ აქვს გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და შესაბამისად, მისთვის საინტერესო არც მომავალში იქნება პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობები.
XS
SM
MD
LG