Accessibility links

logo-print

უკრაინაში გაათავისუფლეს 1 დეკემბრის აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი


კიევში გაათავისუფლეს სამი დემონსტრანტი, რომელიც 1 დეკემბერს მონაწილეობდა „მასობრივ არეულობაში“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად. იმ დღეს რამდენიმე ადამიანი დააკავეს პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკების შემდეგ. ყველას შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. მათ წაუყენეს მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდება, რასაც უკავშირდება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობის საფრთხე. უკრაინაში ოპოზიცია მოითხოვს ევროინტეგრაციის მომხრეთა დემონსტრაციებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას. პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ გენერალურ პროკურატორს სთხოვს, იპოვოს გზა დაკავებულთა ნაწილის გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG