Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ საფინანსო ბიუჯეტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო უმცირესობას, რომელსაც ბოიკოტი აქვს გამოცხადებული პარლამენტის სხდომებისათვის. საქართველოს 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 080.0 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი პარლამენტს წარუდგინა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
XS
SM
MD
LG