Accessibility links

logo-print

წამყვანი მედია-ორგანიზაციები ჟურნალისტთა გატაცების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ სირიელ მეამბოხეებს


ცამეტი საერთაშორისო მედია-ორგანიზაცია მოუწოდებს სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას შეწყვიტოს ჟურნალისტების გატაცება. ორგანიზაციების განცხადებით, ამ დროისთვის 30-ზე მეტი ჟურნალისტი იმყოფება შეიარაღებული პირების ტყვეობაში. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის თავისუფალი არმიისა და სხვა დაჯგუფებებისადმი მიმართულ წერილში მედია-ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების გატაცება იძულებულს ხდის მათ „შეზღუდულად გააშუქონ ომი“. წერილის ავტორთა თანახმად, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ჟურნალისტების გატაცება „კიდევ უფრო გაართულებს სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მსოფლიოს ინფორმირებას“. მედია-ორგანიზაციები ჟურნალისტთა გასათავისუფლებლად მოქმდებისკენ მოუწოდებენ მეამბოხეთა ლიდერებს. მიმართვის ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის არიან: „ნიუ იორკ ტაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ბი-ბი-სი“, „გარდიანი“ და „ასოშიეიტედ პრესი“.
XS
SM
MD
LG