Accessibility links

უკრაინის ოპოზიციამ უარი თქვა იანუკოვიჩთან მოლაპარაკებებზე


უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტ იანუკოვიჩის შეთავაზებაზე და არ აპირებენ მოლპარაკებებში მონაწილეობას. ოპოზიცია მთავრობის გადადგომას მოითხოვს. კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება. ოთხშაბათს მათი რაოდენობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა ღამით შსს მომიტინგეებისგან ქალაქის ცენტრის გათავისუფლებას შეეცადა. პენტაგონი ავრცელებს ინფორმაციას უკრაინისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბრის შესახებ. უკრაინის თავდაცვის მინისტრ პავლო ლებედევს ჩაკ ჰეიგელისთვის განუცხადებია, რომ იანუკოვიჩის მთავრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ შეიარაღებულ ძალებს არ გამოიყენებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე მსჯელობს. დღეს უკრაინის ვიცე-პრემიერი სერჰი არბუზოვი ბრიუსელში შეხვდება ევროკომისარს გაფართოების საკითხებში - შტეფან ფიულეს. ისინი უკრაინა-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG