Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი დღეს ყოველწლიური სიტყვით მიმართავს პარლამენტს


დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით მიმართავს პარლამენტს. ყოველწლიური გამოსვლა რუსეთის კონსტიტუციის მიღებიდან ოც წლისთავს ემთხვევა. კრემლი ავრცელებს ინფორმაციას პუტინის გამოსვლის ზოგიერთი დეტალის შესახებ. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ პუტინი, სავარაუდოდ, იტყვის მასობრივ ამნისტიაზე, რომელიც კონსტიტუციის 20 წლისთავის გამო იგეგმება. პუტინმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დუმას ორშაბათს გაუგზავნა. პარლამენტში გამოსვლამდე პუტინი ოთხშაბათს უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდა „საშინაო და საერთაშორისო საკითხებზე სამსჯელოდ“. რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა მოსკოვის დროით 12 საათზეა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG