Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა პარლამენტში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა პარლამენტს და შეეხო მრავალ საკითხს, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამას და უკრაინის კრიზისს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და რუსეთის სამხედრო დოქტრინას. „არავის უნდა ჰქონდეს ილუზიები რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების მხრივ. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. რუსეთი უპასუხებს ყველა ამ გამოწვევას - როგორც პოლიტიკურს, ისე ტექნოლოგიურს. ჩვენ გვაქვს საამისოდ აუცილებელი მთელი პოტენციალი. ჩვენი სამხედრო დოქტრინა და შეიარაღების პერსპექტიული ნიმუშები, რომლებიც ახლაც და მომავალშიც მიეწოდება ჩვენს ჯარებს, გვაძლევს საშუალებას, უპირობოდ უზრუნველვყოთ რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოება“, განაცხადა პუტინმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მან გააკრიტიკა დასავლეთის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას. უკრაინაზე საუბრისას, პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ კიევი იპოვის კრიზისის მოსაგვარებელ პოლიტიკურ გზას. უკრაინის ასარჩევია, შეუერთდება თუ არა საბაჟო კავშირსო, განაცხადა პუტინმა.
XS
SM
MD
LG