Accessibility links

logo-print

მედიაორგანიზაციები სირიელ მეამბოხეებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ჟურნალისტების მოტაცება


მსოფლიოს 13 წამყვანი მედიაორგანიზაცია, მათ შორის „ნიუ-იორკ ტაიმსი“, BBC, „გარდიანი“, „ასოშიეიტიდ პრესი“ სირიელ მეამბოხეებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ჟურნალისტების მოტაცება. ამ ორგანიზაციების მონაცემებით, ამჟამად დატყვევებულია 30-ზე მეტი ჟურნალისტი. შეიარაღებული მეამბოხეებისადმი მედიაორგანიზაციების მიმართვაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების მოტაცების გამო საინფორმაციო საშუალებები იძულებული არიან, შეზღუდონ სირიაში ომის გაშუქება და კიდევ უფრო რთულდება ამოცანა, რომ მსოფლიომ შეიტყოს, რა ხდება სირიაში. წერილობით მიმართვაში მეამბოხეების ლიდერებს მოუწოდებენ, იზრუნონ დატყვევებული ჟურნალისტების გამოშვებაზე.
XS
SM
MD
LG