Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმცირესობა პროვოკაციად აფასებს პარლამენტში მომხდარ ჩხუბს


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11 დეკემბერს მომხდარ ჩხუბს უმცირესობა პროვოკაციად აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარისგან ადეკვატურად მკაცრ რეგირებას ელის - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ. მისივე თქმით, უმცირესობა დავით უსუფაშვილს არ უკარნახებს, რა უნდა გააკეთოს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იურისტია და სანქციის ფორმა თავად უნდა მოძებნოს. "ქართულ ოცნებაში" მწარედ ცდებიან, როდესაც ჩვენთვის ადგილის მიჩენაზე საუბრობენ, რადგან კარგად ვიცით, რომ ოპოზიციაში ყოფნა და მთავრობის კონტროლი ჩვენი მოვალეობაა - განაცხადა ბარამიძემ. მან აღნიშნა, რომ თუ „აფრასიძეების საქმეზე“ შეკითხვები არსებობს, გამოძიება უნდა დაიწყოს და მზად არის ყველა შეკითხვას უპასუხოს. 11 დეკემბრის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპიება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა უმცირესობის დეპუტატ გიორგი ბარამიძეს შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით სვანეთში, აფრასიძეების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაცია შეახსენა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის გამო საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG