Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაიდგა ოთხი კარავი უსახლკაროთა გამოსაზამთრებლად


თბილისში უსახლკარო ადამიანთა გამოსაზამთრებლად საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიდგა ოთხი კარავი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამინდის გაუარესების გამო, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, კარვების რიცხვი გაიზარდა: "შესაძლებელი იქნება აქ უკვე ახლა 100 ადამიანის განთავსება და, ადამიანების რაოდენობის მომატებასთან ერთად, საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის დონეც გაიზრდება. ცხელი საკვები იქნება დილას და საღამოს უზრუნველყოფილი", განაცხადა ნარმანიამ. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის გამზირზე აღმართულ კარვებში მისვლა ყველას შეუძლია, ვინც ღამეს ქუჩაში ათევს. პირველი ბინადრები აქ კარვების დადგმისთანავე, 11 დეკემბრის ღამით მივიდნენ.
XS
SM
MD
LG