Accessibility links

ევროპარლამენტი გმობს იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას


ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის ყველა წამყვანმა ფრაქციამ. ტექსტში დაგმობილია აგრეთვე 9 დეკემბრის ძალადობა, როცა უკრაინის უშიშროების ძალები შეიჭრნენ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ოფისებში, მიმართეს ზომებს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ევროპარლამენტარები საჭიროდ მიიჩნევენ მაღალი რანგის საშუამავლო მისიის ამოქმედებას, უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ხელშესაწყობად. ამასთან, რეზოლუციაში დაგმობილია კიევზე რუსეთის „მიუღებელი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა“. ევროპარლამენტარები ევროკომისიას მოუწოდებენ, განიხილოს ასეთი ზეწოლის შესაძლო საპასუხო ზომები.
XS
SM
MD
LG