Accessibility links

logo-print

სერგეი არბუზოვი: კიევი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მალე მოაწერს ხელს


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, სერგეი არბუზოვმა განაცხადა, რომ კიევი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას „მალე“ მოაწერს ხელს. ეს განცხადება მან გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, შტეფან ფიულესთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. არბუზოვმა დასძინა, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე კიევსა და ბრიუსელს ვაჭრობის სფეროში გარკვეულ პრობლემებზე აქვთ მოსალაპარაკებელი. ფიულემ და არბუზოვმა თქვეს, რომ ევროკავშირი და უკრაინა მოამზადებენ საგზაო რუკას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის განსახორციელებლად; რომ ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმების მისაღწევად დ რომ ორ მხარეს შორის გაგრძელდება ორმხრივი კონსულტაციები. როგორც მანამდე განახცადა საგარეოპოლიტიკურ საკითხებში ევროკავშირის ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მას უთხრა, რომ აპირებს, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. გასულ თვეში სწორედ ამ შეთანხმების ხელმოწერაზე უარს მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომლებიც ახლაც გრძელდება უკრაინაში.
XS
SM
MD
LG