Accessibility links

logo-print

ჩამოიშალა ბათუმის ყინულის სასახლე


დიდთოვლობისა და ძაბვის ხშირი ვარდნის გამო ჩამოიშალა ბათუმის ყინულის სასახლე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყინულის სასახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ქაცვაძემ განუცხადა: „გამათბობელი ღუმლების ძაბვის ხშირმა ვარდნამ მწყობრიდან გამოიყვანა და გასაბერი გუმბათი ჩაიკეცა. ამინდის გამოსვლის შემდეგ მოვიწვევთ სლოვენიიდან სპეციალისტს, რომელმაც თავის დროზე ეს სასახლე გააკეთა. ყინულის სასახლის აღდგენა დაახლოებით 20 ათასი ლარი დაჯდება", - აღნიშნა ჯემალ ქაცვაძემ.
XS
SM
MD
LG