Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი


თბილისში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, რომან „დათა თუთაშხიას“ ავტორი. ჭაბუა ამირეჯიბი დაიბადა 1921 წლის 18 ნოემბერს. 1944 წელს, სტუდენტურ პოლიტიკურ გაერთიანება „თეთრ გიორგიში“ მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამჯერ გაიქცა პატიმრობიდან. 1959 წელს გაათავისუფლეს. 1960 წლიდან ეწეოდა სამწერლო მოღვაწეობას. ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია რომანებისა „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“, მოთხრობათა კრებულებისა „გზა“, „ძია შოთას ბადია“ , არაკების კრებულისა „თაფლის წვეთი“, მის კალამს ეკუთვნის სცენარები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. მისი შემოქმედების მწვერვალია რომანი "დათა თუთაშხია", რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა.
XS
SM
MD
LG