Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილით დასაჯეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბიძა


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩონ ინის ბიძა სიკვდილით დასაჯეს. სააგენტო წერს, რომ განაჩენი სისრულეში მოიყვანეს ხუთშაბათს სამხედრო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის მიღებისთანავე. რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩან სონ ტხეკი ყველა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს - მას ბრალი დასდეს კორუფციაში, კონტრრევოლუციურ მოქმედებებსა და ნარკოტიკების გამოყენებაში. დეკემბრის დასაწყისში სიკვდილით დასაჯეს მისი თანაშემწეებიც. ბოლო დრომდე 67 წლის ჩან სონ ტხეკი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უახლოესი თანამოაზრე და ჩრდილოეთ კორეაში ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა იყო. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პან კინ ხე აცხადებს, რომ ფხენიანი კიმ ჩან ინის ხელისუფლების გაძლიერების მიზნით ტერორის პოლიტიკას ამკვიდრებს.
XS
SM
MD
LG