Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი უკრაინას ვადამდელი არჩევნების რეკომენდაციას აძლევს


ევროპარლამენტი უკრაინის ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, საკუთარი ლეგიტიმურობა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნებით დაადასტუროს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია საგანგებო რეზოლუციაში "ვილნიუსის სამიტის შედეგები და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მომავალი"; კერძოდ, დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც უკრაინას ეხება და რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დამტკიცდა. "ვადამდელი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მდგომარეობიდან გამოსავალს, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ლეგიტიმურობა უნდა დაამტკიცოს", – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
XS
SM
MD
LG