Accessibility links

logo-print

უკრაინამ და ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაიწყო ასოცირების შეთანხმების თაობაზე


უკრაინამ და ევროკავშირმა უკრაინის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო, - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ: "ჩვენ ეს მოლაპარაკებები უკვე განვაახლეთ. ტექნიკური მისია ბრიუსელში უკვე იმყოფებოდა. განსაზღვრულია მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც განიხილება. ახლა კი შედგება მაღალი დონის ვიზიტი პოლიტიკურ დონეზე – ბრიუსელში ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი გაემგზავრება", - აღნიშნა ლეონიდ კოჟარამ, წერს „ინტერპრესნიუსი“ "ინტერფაქს-უკრაინაზე" დაყრდნობით. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ კიევში პატიმრობიდან გაათავისუფლეს ოპოზიციის შვიდი წარმომადგენელი, რომლებიც უკრაინის დედაქალაქში 1 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტთან განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს.
XS
SM
MD
LG