Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედია: ირანში დაკარგული მოქალაქე დაზვერვისთვის მუშაობდა


აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებების ცნობით, ირანში ექვსი წლის წინ დაკარგული ამერიკელი, რობერტ ლევინსონი, ასრულებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსების დავალებას. ამერიკელი ოფიციალური პირები აქამდე ამბობდნენ, რომ ლევინსონი იყო კერძო პირი, რომელიც ბიზნესის გამო გაემგზავრა ირანის კუნძულ კიშზე. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესისა“ და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ლევინსონი იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი და ის ირანში გააგზავნეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ ასეთი ოპერაციის ჩატარების უფლება. ამერიკული მედიის ცნობით, ლევინსონის გაუჩინარების შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობამ დისციპლინარული სასჯელი შეუფარდა 10 თანამშრომელს, მათგან სამი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ლევინსონის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია.
XS
SM
MD
LG