Accessibility links

უკრაინაში აქციები გრძელდება ევროინტეგრაციის შესახებ მთავრობის დაპირების მიუხედავად


უკრაინაში გრძელდება დემონსტრაციები, რომლებიც გასულ თვეში დაიწყო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტები პოზიციებს აძლიერებენ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე. ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია ახლოს მდებარე კონსტიტუციის მოედანზე იანუკოვიჩის მხარდამჭერების აქციის შესახებ. უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი ხუთშაბათს ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მთავრობა „მალე“ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. მას ხელმოწერის თარიღი არ დაუკონკრეტებია. ოპოზიციამ „ბლეფი“ უწოდა ამ დაპირებას. ის კვლავინდებურად მოითხოვს იანუკოვიჩის გადადგომას.
XS
SM
MD
LG