Accessibility links

logo-print

ისრაელში იმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს იერუსალიმში ხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს, პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად. ეს არის კერის წელს უკვე მეცხრე ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, კერის მიზანია ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებმა იანვრის ბოლომდე მიაღწიონ ჩარჩო-შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველი ხელშეკრულების პრინციპებს. მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კერის ამ ვიზიტის დროს არ მოელიან რაიმე გარღვევას. კერი ხუთშაბათს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში შეხვდა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს. მოლაპარაკების შემდეგ საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესმა“ პალესტინურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ აბასმა უარყო აშშ-ის წინადადება, რომლის მიხედვითაც ისრაელს შეეძლება, თავისი ჯარისკაცები განათავსოს პალესტინელების მომავალი სახელმწიფოსა და იორდანიის საზღვარზე.
XS
SM
MD
LG