Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ჩაერთვება აშშ-ის მეცნიერებისა და პარტნიორობის პროექტში


საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება და მავთულხლართების უკანონოდ დამონტაჟება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ვაშინგტონში იმსჯელეს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული ხალხთაშორისი ურთიერთობის და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის წესრიგის მთავარი თემა იყო რეინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასთან ურთიერთობის გააქტიურებას. სამინისტროს განცხადებით, ამერიკულმა მხარემ კვლავ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მხარეები შეთანხმდნენ განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით კი, საქართველო იქნება ერთ-ერთი იმ 20 ქვეყანას შორის, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციის და პარტნიორობის პროექტში ჩაერთვება.
XS
SM
MD
LG