Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ახალი გუბერნატორები


საქართველოს რეგიონებს ახალი გუბერნატორები ჰყავთ. პრემიერ-მინისტრის წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე დაამტკიცა გიორგი მღებრიშვილი, რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - პარმენ მარგველიძე, იმერეთის - ზაზა მეფარიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ლევან შონია, სამცხე-ჯავახეთის - აკაკი მაჭუტაძე, კახეთის გუბერნატორად ირაკლი შიოლაშვილი. მცხეთა მთიანეთის - ნუგზარ ყიფიანი, შიდა ქართლის გუბერნატორად ზურაბ რუსიშვილი და გურიის - გიორგი ჩხაიძე. მათი წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გუბერნატორები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონის ყველა რაიონში და შესაბამისად, მათ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა ინფრასტრუქტურული, თუ სხვა პროექტები დროულად და წარმატებით განხორციელდეს. პრემიერმა ახალ გუბერნატორებს მიმართა დეტალურად გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს. „დღევანდელი მთავრობა ორიენტირებულია სწორედ მოსახლეობის ინტერესებზე და ამოსავალი უნდა იყოს თითოეული მოქალაქე¬“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან გუბერნატორებს მოუწოდა, მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის 24-საათიანი რეჟიმით იმუშაონ.
XS
SM
MD
LG