Accessibility links

პარლამენტმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ჭაბუა ამირეჯიბის ხსოვნას


ჭაბუა ამირეჯიბის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი საქართველოს პარლამენტმა. ცნობილი მწერლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. "ჩვენგან წავიდა თანამედროვეობის უდიდესი კლასიკოსი, საზოგადო მოღვაწე და სრულიად გამორჩეული ადამიანი. ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედება იქცა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურად“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ჭაბუა ამირეჯიბის დაკრძალვის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა.
XS
SM
MD
LG