Accessibility links

logo-print

მსოფლიოში შეშფოთებას გამოთქვამენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბიძის სიკვდილით დასჯის გამო


სამხრეთი კორეა და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბიძის, ჩან სონ ტჰეკის სიკვდილით დასჯის შემდეგ. ჩან სონ ტჰეკი მიჩნეული იყო, გავლენის მხრივ, მეორე ოფიციალურ პირად ამ, ბირთვული იარაღით აღჭურვილ ქვეყანაში, რომელსაც კომუნისტური რეჟიმი მართავს. ის სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და შეუფარდეს სასჯელი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ტელევიზიით აცნობა დიქტორმა: „ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგანგებო სამხედრო ტრიბუნალმა ჩან სონ ტჰეკი დაგმო რევოლუციისა და ხალხის სახელით, როგორც ვერაგი კარიერისტი პოლიტიკოსი, თაღლითი და მოღალატე და მიიღო გადაწყვეტილება მისთვის სიკვდილის მისჯის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნა სისრულეში მოყვანილი“- ეს იყო ნაწყვეტი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიაში დიქტორის მიერ წაკითხული ცნობიდან. მეზობელ სამხრეთ კორეაში მთავრობა გამოთქვამს „ღრმა შეშფოთებას“ ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე პროცესების გამო და აცხადებს, რომ კონსულტაციებს ატარებს თავის მოკავშირეებთან. ვაშინგტოშიც გაკეთდა განცხადება, რომ თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებს.
XS
SM
MD
LG