Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ოპოზიციის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარყო ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ. ამასობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებიც დაიწყო გასულ თვეში იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო, ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. იანუკოვიჩმა პარასკევს უთხრა ოპოზიციის ლიდერებს, რომ მხოლოდ პარლამენტს აქვს მისი დათხოვნის უფლება. პრეზიდენტი 3 დეკემბერს გადაურჩა მის მიმართ ნდობის საკითხზე კენჭისყრას. პარასკევს პრეზიდენტმა მოლაპარაკება გამართა ოპოზიციის ლიდერებთან - პარტია „ბატკივშჩინის“ თავმჯდომარე არსენი იაცენიუკთან, ნაციონალისტების ლიდერ ოლეგ ტიაჰნიბოკთან და პარტია „უდარის“ ლიდერთან, კრივში მსოფლიოს ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან. შეხვედრის დროს კლიჩკომ გააფრთხილა პრეზიდენტი, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას შესაძლოა “საშინელი შედეგები მოჰყვეს“ ქვეყნისათვის და პირადად პრეზიდენტისთვის. იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ ამნისტია შეეხება დემონსტრაციებზე დაკავებულ პირებს.
XS
SM
MD
LG