Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი „უხეშ ჩარევად“ მიიჩნევს კიევში ევროკავშირის ლიდერების ვიზიტს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა უკრაინის საშინაო პოლიტიკაში „უხეში ჩარევა“ უწოდა კიევში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების ბოლოდროინდელ ვიზიტებს. მედვედევის თქმით, ევროინტეგრაციის მომხრეთა დემონსტრაციებზე ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების გამოჩენას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა „უხეში ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში“. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „უკრაინის საზოგადოებას მოუწევს, გადალახოს ტექტონური განხეთქილება“, რომელიც ქვეყანაში მოხდა. მედვედევმა განაცხადა აგრეთვე, რომ „განხეთქილება“ საფრთხეს უქმნის უკრაინის სტაბილურობას და "მის არსებობასაც" კი. რუსეთი, რასაკვირველია, ძალიან შეშფოთებულიაო, დასძინა მედვედევმა.
XS
SM
MD
LG