Accessibility links

ირანი: აშშ-ის ახალი სანქციები ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი სანქციები, რომლებიც ეხება თეირანის ბირთვული პროგრამის ხელშემწყობ კომპანიებსა და ინდივიდებს, ეწინააღმდეგება ჟენევაში გასულ თვეში მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას. არაღჩი არის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილე დელეგაციის წევრი. მან პარასკევს განაცხადა, რომ ირანის მთავრობა განიხილავს შექმნილ სიტუაციას მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს ახალი სახელები დაამატა შავ სიას. ასეთი სიის შექმნით გამიზნულია ირანისათვის ხელის შეშლა ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო კომპონენტების მოპოვებაში. ევროკავშირმა პარასკევს განაცხადა, რომ შეჩერდა კონსულტაციები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებაზე. კონსულტაციები ოთხი დღე მიმდინარეობდა და ევროკავშირის განცხადებით, „მალე“ განახლდება.
XS
SM
MD
LG