Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიშის თანახმად, უზბეკეთში ფართოდაა გავრცელებული ქალთა იძულებითი სტერილიზაცია


ახალი ანგარიშის თანახმად, უზბეკეთში, სამთავრობო საავადმყოფოებში გავრცელებულ პრაქტიკად რჩება ქალთა იძულებითი სტერილიზაცია. „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელშეწყობით გამოცემული ანგარიშის ავტორია ნატალია ანთელავა, BBC-ის შუა აზიის კორესპონდენტი, რომელიც ამბობს, რომ ექიმებს უზბეკეთში მთავრობა აიძულებს სტერილიზაციის ჩატარებას, მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ბრძოლის მიზნით. ანთელავამ პარასკევს ანგარიში ვაშინგტონში წარადგინა, მანამდე ნიუ-იორკში. მისი თქმით, იძულებითი სტერილიზაციისთვის პოტენციური სამიზნეა ყველა ქალი, ვისაც ორი ამ მეტი შვილი ჰყავს. ყველაზე ხშირად სტერილიზაციის მსხვერპლნი ხდებიან ღარიბი ფენების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. ანთელავას თქმით, 1999 წლის შემდეგ უზბეკეთში იძულებითი სტერილიზაციის პროგრამა ათი ათასობით ქალს შეეხო.
XS
SM
MD
LG