Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი კიევში ჩადის


ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი კიევში ჩადის, როგორც იუწყებიან, ოპოზიციის საპროტესტო აქციების მიმართ მხარდაჭერის გამოსათქმელად. მაკკეინის პრეს-მდივნის თქმით, ის აპირებს მთავრობის წევრებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას. მაკკეინი - რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც 2008 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი იყო - აკრიტიკებს უკრაინის მთავრობას კრიზისისთვის, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ოპოზიციონერი დემონსტრანტები მოითხოვენ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას და იანუკოვიჩის მთავრობის გადადგომას.
XS
SM
MD
LG