Accessibility links

logo-print

კიევში იმართება პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგი


კიევში იმართება პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერთა მიტინგი. როგორც იუწყებიან, უკრაინის მმართველ „რეგიონების პარტიას“ ათასობით მომხრე ჰყავს ჩაყვანილი კიევში, იქ ოპოზიციის აქციების კონტრდემონსტრაციის ჩასატარებლად. იანუკოვიჩის მომხრეები შეიკრიბნენ ევროპის მოედანზე, რომელიც ახლოს მდებარეობს დამოუკიდებლობის მოედანთან - ოპოზიციის საპროტესტო აქციების ეპიცენტრთან. იქ დემონსტრანტებს ბარიკადები აქვთ აღმართული. კიევის პოლიცია აცხადებს, რომ არ მისცემს ორ აქციაზე შეკრებილ ხალხს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას. უკრაინაში საპროტესტო აქციები გასულ თვეში მოჰყვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. იანუკოვიჩმა პარასკევს მოლაპარაკება გამართა ოპოზიციის ლიდერებთან, მაგრამ მასზე რაიმე გარღვევისათვის არ მიუღწევიათ. პრეზიდენტმა უარყო ოპოზიციის მოთხოვნა მთავრობის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ.
XS
SM
MD
LG