Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიდო გორში სტალინის ძეგლის აღმართვა


გორში გადადეს სტალინის ძეგლის აღმართვა, რის მიზეზადაც სახელდება ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების საჭიროება. ორგანიზატორების განმარტებით, არქიტექტურულ ნახაზში გაეპარათ უზუსტობა და ამის გამო სჭირდებათ მეტი დრო. ყოფილი საბჭოთა დიქტატორის ეს ძეგლი 2010 წლის ოქტომბერში აიღეს გორის ცენტრალური მოედნიდან. მის დადგმას ახლა სტალინის სახლ-მუზეუმთან აპირებენ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, რომ მონუმენტის მუზეუმის ტერიტორიაზე დადგმის ხარჯები გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში და ეს შეიძლება 21 დეკემბრამდე, სტალინის დაბადების დღემდე მოესწროს. ძეგლის აღდგენას, მომხრეებთან ერთად, მრავალი მოწინაღამდეგე ჰყავს.
XS
SM
MD
LG