Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში სტადიონის მშენებლობაზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა


ბრაზილიაში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ფეხბურთში მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის განკუთვნილი სტადიონის მშენებლობაზე. კაბელის გაწყვეტის შედეგად, 22 წლის მუშა 35 მეტრიდან ჩამოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა ქალაქ მანაუსში, „არენა ამაზონიაზე“ მუშაობისას. ამ სტადიონს საგანაგებოდ აშენებენ მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომლის მსვლელობაშიც 12 სტადიონით ისარგებლებენ. შაბათის ტრაგიკულ ინციდენტამდე ორი კვირით ადრე, ორი მუშა დაიღუპა სან-პაულუში მშენებარე სტადიონზე ამწის დაცემის შედეგად. შაბათის ინიცდენტის შედეგად, ოთხამდე გაიზარდა ბრაზილიაში ჩემპიონატისათვის სტადიონების მშენებლობებზე დაღუპულების რიცხვი. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წლის ივნისში იწყება.
XS
SM
MD
LG