Accessibility links

კიევში ისევ იმართება ორი პარალელური აქცია


კიევში დღეს ისევ იმართება ოპოზიციის და მთავრობის მხარდამჭერების პარალელური დემონსტრაციები. როგორც იუწყებიან, 200 ათასამდე დემონსტრანტია შეკრებილი ოპოზიციის აქციაზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა თანამოაზრეებს მოუწოდეს, ბევრი მივიდეს დამოუკიდებლობის მოედანზე და გააძლიეროს ზეწოლა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე მისი უარის გამო, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. ამასობაში, პრეზიდენტის მომხრეები კონტრდემონსტრაციას ატარებენ კიევის ცენტრშივე მდებარე ევროპის მოედანზე. გუშინ ოპოზიციონერებს და დემონსტრანტებს შეხვდა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან მოხსნეს ოთხი ოფიციალური პირი კიევში ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების მიმართ 30 ნოემბერს პოლიციის ძალადობის გამო. ოპოზიცია მაინც განაგრძობს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG