Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა აქცია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით


თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. მოთხოვნა ეხება საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს. აქციის ინიციატორი იყო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენის თაობაზე "ქართული ოცნების" დაპირების შესრულებას, დამნაშავე პირებისათვის სამართლიანი სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენებს, უდანაშაულო და უსამართლოდ ბრალდებული მოქალაქეების გათავისუფლებას და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მფლობელებისათვის დაბრუნებას. ხელისუფლებისადმი მიმართვაში, რომელიც აქციაზე წარმოადგინეს, ნათქვამია, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თბილისში დღეს შეკრებილი ხალხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, „რათა სამართლიანობის აღდგენის შესახებ "ქართული ოცნების" დანაპირები შეასრულოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ამის უნარი, სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია“.
XS
SM
MD
LG