Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებებმა რვა ადამიანი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, რვა ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ორი ბომბის აფეთქების შედეგად. ორივე აფეთქება აღმოსავლეთში მდებარე პროვინციებში მოხდა. ერთი მათგანი კუნარში. იქ ოთხი სამოქალაქი პირი დაიღუპა ავტომანქანის ბომბზე აფეთქების შედეგად, ხოლო მეზობელ ნანგარჰარის პროვინციაში აფეთქებამ იმსხვერპლა ოთხი პოლიციელი. დაიჭრა მათი შვიდი კოლეგა. პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის ადგილობრივი პოლიციის უფროსი.
XS
SM
MD
LG