Accessibility links

logo-print

კიევის ქუჩებში ღამე გაათენა ათასობით დემონსტრანტმა


საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილემ გაათენა ღამე კიევის ქუჩებში. თითქმის ოთხი კვირაა უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები. კვირას ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა მოლაპარაკებები უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, რადგან პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის საქმე და ვალდებულებები „უფრო და უფრო სცილდებოდა ერთმანეთს“. ახლა ანალიტიკოსთა ყურადღების ცენტრშია იანუკოვიჩის მომავალი ვიზიტი მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქში იანუკოვიჩი სამშაბათს ჩავა. კვირას პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა განაცხადა, რომ ამ ვიზიტის შედეგად ის მოელის რუსეთის ბუნებრივ აირზე უკრაინისთვის ფასის დაკლებას. ოპოზიცია შიშობს, რომ მოსკოვში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი გადადგამს პირველ ნაბიჯებს ევრაზიული კავშირისკენ. მოელიან, რომ მოსკოვში იანუკოვიჩის ვიზიტისას კიევში საპროტესტო აქცია უფრო მასშტაბური გახდება.
XS
SM
MD
LG