Accessibility links

logo-print

18 დეკემბერს რუსეთში ამნისტია გამოცხადდება


რუსეთის სახელმწიფო დუმა 18 დეკემბერს ამნისტიას გამოაცხადებს კონსტიტუციის მიღებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა დუმის საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ კრაშენნიკოვმა. დეპუტატის თანახმად, სახელმწიფო დუმაში ამნისტიის 12 პროექტია შესული. ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი 9 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ ამნისტიის პროექტს. უფრო ადრე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის საბჭოს მიერ შემუშავებულ ამნისტიის პროექტს, თუმცა, განაცხადა, რომ ის შეიძლება გავრცელდეს მხოლოს მათზე, ვისაც არ ჩაუდენია მძიმე დანაშაული და დანაშაული, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებას. სამშაბათს დოკუმენტის პირველი მოსმენა მოეწყობა. „სამართლიან რუსეთსა“ და „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტში შესწორებებს შეიტანენ. ვარაუდობენ, რომ მომავალი ამნისტიის შედეგად საპატიმროებს დაახლოებით 25 ათასი ადამიანი, მათ შორის - ზოგიერთი გახმაურებული საქმის მონაწილე დატოვებს.
XS
SM
MD
LG