Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოელის ირანთან მოლაპარაკების მალე განახლებას


ევროკავშირი ოპტიმისტურად აფასებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლების პერსპექტივას. ოფიციალური პირების ვარაუდით, ირანთან მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის მოლაპარაკება მალე დაიწყება. მოლაპარაკება გასულ კვირაში შეჩერდა „კონსულტაციებისათვის“ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დამატებითი სახელები შეიყვანა შავ სიაში, რომლითაც გამიზნულია ირანისათვის ხელის შეშლა ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭირო კომპონენტების მოპოვებაში. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა ორშაბათს ბრიუსელში განაცხადა, რომ მოლაპარაკების განსაახლებლად დეტალების უმრავლესობა უკვე გარკვეულია. მისივე თქმით, „ერთია შეთანხმების მიღწევა“, მაგრამ ასეთ შეთანხმებას აზრი არა აქვს, თუ არ განხორციელდება. ირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG