Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა


ერაყში აფეთქებებმა დღეს, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა. ოფიციალური პირების ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო ბაღდადში, სადრიას უბანში მდებარე ბაზარში, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 11 ადამიანი. აფეთქებები მოეწყო ბაღდადის სხვა უბნებშიც, ისევე როგორც ქალაქ ბაიჯიში. ხოლო ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტიკრიტში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს სამი ჯარისკაცი, რომელიც ნავთობსადენს იცავდა. ვრცელდება ასევე ცნობები ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში ავტობუსზე თავდასხმის შესახებ. როგორც იუწყებიან, მოკლულია 12 ადამიანი.
XS
SM
MD
LG