Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა უარი თქვა საბაჟო კავშირის სამოქმედო გეგმაზე


ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი აცხადებს, რომ ყირგიზეთი არ შევა საბაჟო კავშირში ამჟამინდელი სამოქმედო გეგმით, რომელიც „მომზადებულია ყირგიზეთის მონაწილეობის გარეშე“. ატამბაევმა ორშაბათს ბიშკეკში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მართალია, ყირგიზეთს, უკრაინისაგან განსხვავებით, ბევრი არჩევანი არა აქვს, შესაძლებელია, ავირჩიოთ გზა, რომელიც ჩვენთვის კარგიაო. მას პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მიანიშნა, რომ რუსეთმა ბიშკეკს თავს მოახვია სამოქმედო გეგმა. საბაჟო კავშირი 2011 წელს დაარსდა და ამჟამად მოიცავს რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს. მოსკოვის განმარტებით, საბაჟო კავშირის საფუძველზე 2015 წელს შეიქმნება ევრაზიის ეკონომიკური კავშირი - ევროკავშირის მოდელზე ორიენტირებული ბლოკი.
XS
SM
MD
LG