Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ითხოვს მილიარდობით დოლარს სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად


გაერო გამოდის მოწოდებით ჰუმანიტარული დახმარებისათვის 13 მილიარდამდე დოლარის შეგროვებისაკენ. ამ ფულის ნახევარზე მეტი - 6,5 მილიარდი დოლარი - სირიელ ლტოლვილებს უნდა მოხმარდეს. გაერო ორშაბათს გამოვიდა დონორების მიმართ ამ მოწოდებით. მისი განმარტებით, შეგროვებული ფული განკუთვნილი იქნება 17 ქვეყნის მკვიდრი 52 მილიონამდე ადამიანისათვის.
XS
SM
MD
LG