Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 27 ადამიანი შეიწირა


ერაყში ძალადობამ დღეს, სულ ცოტა, 27 ადამიანი შეიწირა. ოფიციალური პირების ცნობით, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ბაღდადში, სადრიას უბანში მდებარე ბაზარში, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 11 ადამიანი. აფეთქებები მოეწყო ბაღდადის სხვა უბნებშიც, ისევე როგორც ქალაქ ბაიჯიში. ხოლო ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტიკრიტში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს სამი ჯარისკაცი, რომელიც ნავთობსადენს იცავდა. ვრცელდება ასევე ცნობები, რომ დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს, სულ ცოტა, შვიდი შიიტი მომლოცველი ჩრდილოეთ ერაყში ავტობუსზე თავდასხმისას.
XS
SM
MD
LG