Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის რეგიონში ელექტროეენერგია არ მიეწოდება 30 ათასამდე აბონენტს


ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. მუღანლოსა და ლამბალოში სტიქიამ დააზიანა სკოლის შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. ძლიერი ქარით ენერგოსისტემაში გამოწვეული ავარიის შედეგად კახეთის რეგიონში ელექტროეენერგიის მიწოდება შეუწყდა 30 ათასამდე აბონენტს. უკვე რამდენიმე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება აჭარის მაღალმთიან რაიონებს, რომელთა მომარაგების სისტემაში ავარიები გამოიწვია დიდთოვლობამ და ძლიერმა ქარმა. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც კრიზისის მართვის ცენტრი შექმნა, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილზე ოპერატიული რეაგირებისთვის აჭარაში გაემგზავრნენ მინისტრები და მათი მოადგილეები.
XS
SM
MD
LG