Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რადიო ჰერეთი”: ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს


ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს წერილით მიმართა და მოუწოდა, არ დაუშვან სამაუწყებლო ლიცენზიების მთავრობის წევრებთან ასოცირებული ჯგუფებისთვის გადაცემა, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ”რადიო ჰერეთი”. სამაუწყებლო კომპანიის ვებგვერდეზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცის პრეზიდენტი ჯიმ ბუმელა მიმართვაში აღნიშნავს: "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონთან შესაბამისი მუშაობა, რომ არ დაუშვას სამაუწყებლო ლიცენზიების მთავრობის წევრებთან ასოცირებული ჯგუფებისთვის გადაცემა... საჯარო ორგანოს მიერ, მედიალიცენზიის მთავრობის წარმომადგენლებთან დაკავშირებულ ორგანიზაციისთვის გაცემა, პირდაპირ გამოხატული ინტერესთა კონფლიქტია და მაუწყებლობის შესახებ კანონის აშკარა დარღვევა. ეს ასევე ზიანს აყენებს დამოუკიდებელ მედიაბაზარს საქართველოში და ზღუდავს პრესის თავისუფლებას...” “რადიო ჰერეთი” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიების კონკურსის წესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ნოემბერში, კომისიისთვის გაგზავნილ წერილში, “რადიო ჰერეთმა” უსამართლო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, ხოლო დეკემბერში ამავე ორგანიზაციამ სამართლიანი ქმედებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
XS
SM
MD
LG