Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: კიევს უნდა ჰქონდეს „თავისუფალი არჩევანი“ ევროკავშირსა და რუსეთს შორის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ეთანხმება ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი იმის გადაწყვეტისას, თუ ვის დაუახლოვდება - დასავლეთს თუ რუსეთს. ამის შესახებ ლავროვმა განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის წამყვან დიპლომატებთან შეხვდრის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ბრიუსელში ჩავიდა „არა უკრაინაზე დისკუსიისათვის“, არამედ ევროკავშირთან რუსეთის „პოლიტიკურ დიალოგზე“ მოსალაპარაკებლად. შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა გამოთქვა რწმენა, რომ შესაძლებელია, მოგვარდეს „მოკლევადიანი“ პრობლემები, რომელთა გამოც უკრაინის პრეზიდენტმა ნოემბერში უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 17 დეკემბერში ჩადის მოსკოვში. ამასობაში, კიევში გრძელდება ევროინტეგრაციის მომხრეთა საპროტესტო აქცია.
XS
SM
MD
LG